logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნოს
- +

30 იანვარი. 2021. 22:15

 

„ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ. ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს არ აწყობს არც საარჩევნო რეფორმა და არც პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ  2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღევანდელი კანონმდებლობით, ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით და თუ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას დაბლოკავს, ის ოპოზიციაში მონოპოლიას შეინარჩუნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ აწყობს, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს წაყვეს საარჩევნო რეფორმაში. მათ არ აწყობთ არც დღევანდელი მრავალპარტიული პარლამენტი და სხვებთან ოპოზიციური ძალის განაწილება, მათ არ აწყობთ, რომ 8 ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - მონოპოლია ოპოზიციაში, მონოპოლია დეზინფორმაციაზე და მონოპოლია განსხვავებულ აზრზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner