logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სულხან მოლაშვილის საქმის გამოძიების პროცესში კონკრეტულ ადამიანებზე გასვლა შესაძლებელია
- +

7 ივლისი. 2016. 11:54


„დარწმუნებული ვარ, სულხან მოლაშვილის საქმის გამოძიების პროცესში კონკრეტული შედეგების დადება და კონკრეტულ ადამიანებზე გასვლა შესაძლებელია", - ამის შესახებ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემა„20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა.


 

როცა წამების ფაქტიდან 12 წელია გასული, სრულფასოვანი გამოძიება ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, გამოიძიო, სულხან მოლაშვილი ვინ აწამა, მაგრამ საკმაოდ ადვილია, გამოძიო, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე, წამების საქმე არ გამოიძიეს და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვიეს.


როცა სახალხო დამცველი ვიყავი, სულხან მოლაშვილის წამების საკითხზე ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორი იყო, მკაცრი და დაჟინებული საუბარი მქონდა. ადეიშვილი ამბობდა, რომ მოლაშვილმა თვითდაზიანებები იმისთვის მიიყენა, რათა ხელისუფლებისთვის ბრალი წაეყენებინა. მე კი ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელი იყო, ადამიანს ეს დაზიანებები თავად მიეყენებინა. ფეხებზე არსებულ კვალზე კი, ადეიშვილი ამბობდა, რომ ეს ნარკოტიკების გაკეთების კვალი იყო. ეს ბრალდება სულხან მოლაშვილის მორალურ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, რაც წამების ერთ-ერთი ფორმაა", - განაცხადა მინისტრმა.



როგორც მან აღნიშნა, მისი სახალხო დამცველობის დროს შექმნილი არქივი, რომელიც ძალიან ბევრ მასალას მოიცავდა, მთლიანად განადგურებულია.



თავის დროზე, სულხან მოლაშვილისთვის სახალხო დამცველის ოფისში ძალიან დეტალური ახსნა-განმარტებები გვქონდა ჩამორთმეული. თუმცა, როცა პროკურატურამ გადაწყვიტა, მაშინდელი სახალხო დამცველის მიერ აღებული ახსნა-განმარტებებით ესარგებლა, აღმოჩნდა, რომ მთელი ეს არქივი განადგურებული იყო. როგორც კი თანამდებობიდან წავედი, ეს არქივი მთლიანად მოსპეს. ამ არქივში ინახებოდა ტელეკომპანიაიმედის" ყველა თანამშრომლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა ტელევიზიაში 7 ნოემბერის ღამეს და მის შემდეგ. ასევე იყო უამრავი მტკიცებულება - პატიმრების მიერ მოცემული ახსნა-განმარტებები, მასალა წამების, საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე და .." - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner