logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილისთვის ხომ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი უბრალოდ ქვა-ღორღია
- +

31 იანვარი. 2021. 02:34

 

„როდესაც დავით გარეჯის საქმეზე ვსაუბრობთ, უნდა ჩავეძიოთ იმას, ვინ იყო მაშინ ქვეყნის სათავეში და რა მოტივი არსებობდა იმისთვის, რომ აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემა მომხდარიყო უმტკივნეულოდ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

 

„არაერთხელ მოგვისმენია მაშინდელი თანამდებობის პირებისა და პირადად სააკაშვილისგან განცხადებები, რომ საუბარი იყო რაღაც სიმაღლეებზე. ნებისმიერი სიმაღლე, რომელიც არსებობს საზღვართან ახლოს, სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. რა თქმა უნდა, ეს სიმაღლეები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისათვის. სააკაშვილისთვის ხომ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი უბრალოდ ქვა-ღორღია. გაიხსენეთ, რა უწოდა მან ლიახვის ხეობის 150 სოფელს – ქვა-ღორღი. რა თქმა უნდა, ამაში თავისთავად იგულისხმება სარგებელის ნახვაც. აბა თავიანთი აგარაკიდან გადაწიონ ღობე ოდნავ, თავიანთი ქონება გააჩუქონ? გუშინ რაც ერთ-ერთ ტელევიზიაში ხდებოდა, სრულიად ამაზრზენი იყო. ნებისმიერი იურისტი გეტყვით, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება გამართლებას არ ნიშნავს. ამ ადამიანების ბედი გადაწყდება სასამართლოში. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადი გამორჩენისთვის ეს ადამიანები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არის ყველაზე დიდი დანაშაული“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner