logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მოეკითხებათ!
- +

31 იანვარი. 2021. 02:35

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური, ამას ვამბობ რამდენი ხანია. ეს არ გამოვლინდა მარტო დღეს მთელი მათი საქმიანობაა ბოლშევიკური. რუსეთს ემსახურებოდნენ ყოველთვის, ალასანიათი დაწყებული კაგებეს სკოლაში გამოზრდილი სააკაშვილით, რომელსაც კაგებეს სკოლაში ფიცი აქვს დადებული, ამის სურათი მაქვს ნანახი. აღარაფერს ვამბობ მის მინისტრებზე”, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

„ჩვენ ხომ ვიცით მათი გვარები და თვითონ გამობრძანდნენ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ საზოგადოებასთან, იმ პროტოკოლს ხელს რომ აწერდნენ და დღეს რომ სკამები აქვთ ამოდებული. აგვიხსნან მოტივაცია რა იყო? ივერი მელაშვილი? ეს პრაქტიკულად გაუნათლებელი კაცი? ეს კაცი იყო გადამწყვეტი და იმათმა ბრმად მოაწერეს ხელი? მოეკითხებათ. მინდა ვთხოვო გამოძიებას, ეს საბუთები უნდა გამოქვეყნდეს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ყველა ადამიანს, ვინც მოაწერა პროტოკოლს ხელი, რომლითაც დაუშვა, რომ დავითგარეჯი შეიძლება არ იყოს საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner