logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს
- +

16 თებერვალი. 2016. 16:42



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში" ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სადაც დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა, განაცხადა, რომ კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს.

 

 

პრემიერის განცხადებით, რეფორმების მეორე ბლოკი მმართველობით რეფორმას მოიცავს.



მისივე თქმით, იმის მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთი ფანჯრის პრინციპით არა მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება, ეს დღეს უკვე გვაქვს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში, იუსტიციის სახლებში.



„იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვისაც ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება იმისთვის, რომ სამინისტროებში აღარ იარონ ბიზნესებმა", - განაცხადა პრემიერმა.



მისივე თქმით, მთავრობის მთელი ფრონტ-ოფისი ერთ ოფისში უნდა იყოს განთავსებული.

 

 

ფიზიკური სივრცის გარდა, მე იფრულ სივრცესაც ვგულისხმობ იმისთვის, რომ ყველა სერვისი უკვე თანდათანობით ციფრულ სივრცეში იქნას მისაწვდომი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner