ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის ოფისის ცნობით, რომ ისრაელი კორონავირუსის ვაქცინის 5 000 დოზას პალესტინელებს გადასცემენ. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.
ისრაელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა გაერო-ს ოფიციალური პირებისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, პალესტინელებისათვის ვაქცინის განაწილებაზე უარი განაცხადა.
ვაქცინაციის კამპანიის თვალსაზრისით, ისრაელი მსოფლიო ლიდერთა შორის ერთ-ერთია, მაშინ, როდესაც პალესტინელებს საკუთარი მოქალაქეების ვაქცინაცია ჯერაც არ დაუწყიათ.