logo_geo
eng_logo
ბათუმის მერია: სატრანსპორტო საშუალებებს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა - დამუშავდა ავტობუსების მოსაცდელები
- +

31 იანვარი. 2021. 15:06

 

 

პირველი თებერვლიდან ბათუმში მუშაობას განაახლებენ მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაო უკვე ჩაუტარდა და სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები.

 

 

„სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება“, - აცხადებენ ადგილობრივ მერიაში.

 

 

მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე განთავსებულია დისპენსერები, ხოლო ელექტროავტობუსებში დამატებით, - თერმოსკრინინგის აპარატები.

 

ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა აკრძალულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner