logo_geo
eng_logo
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა სამი ათასს აღემატება
- +

31 იანვარი. 2021. 17:53

 

 

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხადამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“-ს მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.

 

უფლებადამცველები და აქტივისტები დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებენ.

 

ამასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია. ასევე დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს. დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner