აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება დაგმო. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.
„აშშ რუსეთის ხელისუფლების მიერ გასული ორი კვირის განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას გმობს. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები, მათ შორის ალექსეი ნავალნი“, - წერს ბლინკენი.