logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკას
- +

31 იანვარი. 2021. 19:32

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება დაგმო. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.

 

„აშშ რუსეთის ხელისუფლების მიერ გასული ორი კვირის განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას გმობს. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები, მათ შორის ალექსეი ნავალნი“, - წერს ბლინკენი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner