logo_geo
eng_logo
ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს
- +

31 იანვარი. 2021. 20:15

 

 

ხვალ დილის 07:00 საათიდან ბათუმში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.

 

ბათუმის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.

 

სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებიც.

 

სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.

 

მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.

 

ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს.

 

აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner