logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
- +

31 იანვარი. 2021. 20:25

 

 

ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რა დროსაც იქვე მყოფი ქვეითი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მათ სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებათ. დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

 

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner