logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: შეწყვიტეთ ამ უფაქიზეს, სახელმწიფოებრივ პრობლემაზე, პირად პოლიტიკურ ინტერესებზე დაფუძნებული საჯარო დებატები
- +

31 იანვარი. 2021. 23:11

 

 

უყოყმანოდ ვეთანხმები დათოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

 

თავად ვარ უშუალო(!!!) მონაწილე, ზოგჯერ-მოწმე, ამ თემაზე უმაღლეს დონეზე აზრთა გაცვლისა.

 

ფაქიზი თემაა. ერთობ, უკიდეგანოდ ფაქიზი. ნებისმიერი ხმაური არა მარტო შეცდომაა, თანაც იდიოტური, არამედ ვნებს ქართულ საქმეს, კიდევ უფრო აშორებს პრობლემას გადაწყვეტიდან, ამწვავებს და უპერსპექტივოს ხდის ნებისმიერ დიალოგს.

 

პრეზიდენტის საჯარო განცხადებები ამ საკითხზე, ჩემი აზრით, იყო შეცდომა. სერიოზული. უპატიებელიც კი.

 

ზოგიერთი ტელეგადაცემა, იქაური ტაშის გრიალი, ე.წ. დისკუსია, ჩემი აზრით, იყო არა მარტო უვიცობის და სიბრიყვის დემონსტრაცია, არამედ ატარებდა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ ხასიათს.

 

არავისთან კამათს არ ვაპირებ. მით უმეტეს საქმეში ნაკლებად ჩახედულ, ცოტა უწიგნურ, ცოტა უვიც, მეტისმეტად ენატლიკინა და მხოლოდ ხმის ტემბრით გამორჩეულ თვითმარქვია ჟურნალისტებთან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ჟურნალისტიკასთან, პროფესიულ ეთიკასა და სტანდარტთან.

 

50 წელია ამ პრობლემასთან ვარ დაკავშირებული, ერთიერთზე მაქვს ნასაუბრევ-განხილული ჰეიდარ ალიევთან და ედუარდ შევარდნაძესთან, ჩემი თაობის ხელმძღვანელებთან ერთად-მარშალ იაზოვთან, მარშალ გელოვანთან და ა.შ.

 

ასე რომ, რაღაც გამეგება და დამეჯერება. ვურჩევ ყველას: შეწყვიტეთ ამ უფაქიზეს, სახელმწიფოებრივ პრობლემაზე მხოლოდ ემოციებსა და ურაპატრიოტულ, პირად პოლიტიკურ ინტერესებზე დაფუძნებული საჯარო დებატები.

 

უნდა გაგრძელდეს მეცნიერების და გამოცდილი პოლტიკოსების დინჯი, კომპეტენტური, აფთიაქარის სიზუსტით გათვლილი დიალოგი აზერბაიჯანელ კოლეგებთან. და ეს დიალოგი უნდა განთავისუფლდეს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, მელაშვილისნაირი ბრიყვული განცხადებების საჯარო კეთების სურვილისგან.

 

დიალოგი უნდა წარმართოს მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულმა სახელმწიფო აზროვნების მქონე გუნდმა, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა და არ შეეშინდება უტიფარი, მყივანა ტელეპანიკიორების წივილ - კივილისა.

 

ამ ვაი-პატრიოტების და ჭკუა თხელი ტიპაჟის ხმაურმა და გულზე ხელის ბრაგუნმა, პრაგმატული და ოპონენტების ინტერესების გათვალისწინების საჭიროების  უგულვებელყოფამ, მოუთმენლობამ, "ჯოს" აღტკინებულმა ძახილმა დააკარგვინა საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.

 

მეტი მინიშნება რაღა გავაკეთო?

 

მასალის სანახავად, რომელიც აღნიშნულ ტექსტს ეფუძნება ნახეთ აქ:  

https://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=146028

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner