საქართველოში საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აშშ-ში კაპიტოლიუმზე შტურმი შეაფასეს. მათი განცხადებით, დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის მქონე ქვეყანაში მომხდარი ეს ფაქტი მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ პოლიტიკური ბრძოლა არა სახელმწიფო ინსტიტუტების შელახვით, არამედ საქმიან ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს.
სპეციალისტები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრობენ, როცა საქართველომ თავად გამოსცადა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმის მცდელობა.
„უნდა იყოს ზენიტში აყვანილი 2 რამ: კანონის უზენაესობა და ინსტიტუტების პატივისცემა, თუ გვსურს ნორმალური სახელმწიფო. რაც ვიხილეთ ჩვენთან, ივნისის მოვლენები, როცა ფაქტობრივად ჯანსაღი პროტესტი გარკვეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გადააქციეს მარგინალურ მოვლენად, შედეგი, რაც მივიღეთ, დავინახეთ“, - მიიჩნევს ამირან სალუქვაძე.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი კი ხაზს უსვამს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა აზრის გამოხატვის თავისუფლ
„თუ ვინმე დღესაც გაბედულად გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო და სამართალი თავიდან გადასაწერია და რაღაც ახალი, დღემდე უცნობი და ეკზოტიკური ნორმები უნდა მოვიფიქროთ“, - ამბობს ყიფიანი.