„სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, ისეთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც თუნდაც ადამიანის სახლიდან გასვლა არის რეგლამენტირებული, ჩვენთან ნამდვილად არ არის მკაცრი შეზღუდვები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის 70% გახსნილია. თურნავამ ასევე ის სფეროები დაასახელა, რომელთა გახსნაც მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
„ცალსახად, პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაზეც არ გვაქვს ჩვენ ჯერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ისევ და ისევ რესტორნები, მთის კურორტები, ფიტნეს ცენტრები და კლუბები და ეს არის კონცერტები, კულტურული ღონისძიებები, მასობრივი ხასიათის ღონისძიებები. ძირითადად ეს საქმიანობები რჩება (ჩაკეტილი), მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლო პერიოდში შევძლებთ ვიმსჯელოთ რა პერსპექტივებია და როდისთვის გვექნება ამ სფეროების გახსნაზე სავარაუდო საუბარი“, - აღნიშნა თურნავამ.