-
+
1 თებერვალი. 2021. 10:37
ისრაელში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი ვირუსის ახალი სახეობების გავრცელების გამო გახანგრძლივდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში ხუთი კვირით გამოცხადებული ლოკდაუნის პარასკევამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ისრაელში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 643 435 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4796 ადამიანი.
https://1tv.ge/news/israelshi-koronavirusis-akhali-sakheobebis-gavrcelebis-gamo-karantini-gakhangrdzlivda/