logo_geo
eng_logo
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ პირველი ბენეფიციარი ჰყავს
- +

7 ივლისი. 2016. 12:13


სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  პროექტს პირველი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მეწარმე ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს.


შპს „თოკა" ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში"  პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სასტუმროსთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს მთლიანად მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 270,000 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში, რომლის გახსნა  2016 წლის დეკემბერში იგეგმება, 15 ადამიანი დასაქმდება.


ახალი სასტუმრო ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #72-ზე მდებარეობს და დამსვენებლებს მაღალი სტანდარტების, კომფორტული გარემოს შესთავაზებს.


შენიშვნა:

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს, რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.


ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. ამასთან, მოხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ. „ფრანჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner