logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო
- +

1 თებერვალი. 2021. 11:25

 

აზერბაიჯანში დღეს 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებენ.

 

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აზერბაიჯანში 18 იანვარს დაიწყო. აცრა, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკებს გაუკეთეს. მათ გარდა მაღალი რისკის ჯგუფად განისაზღვრნენ 65 წელს გადაცილებული პირები და ძალოვანი უწყებების ეპიდსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართული პერსონალი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სწორედ მათ გაიარეს.

 

მეორე ეტაპზე 50 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან, ვისაც მაღალი რისკის ჯგუფიდან სულ მცირე, ერთი ქრონიკული დაავადება აქვს. მათთან ერთად ვაქცინას ჯანდაცვის და სოციალური სფეროს თანამშრომლები, სოციალური დაწესებულებების ბენეფიციარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საბანკო სექტორის, ტელესაკომუნიკაციო ოპერატორების, პროვაიდერების და ფოსტის თანამშრომლები, ვინც მოსახლეობასთან მუდმივად კონტაქტობს, ასევე ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, ფინანსებისა და სხვა დარგის თანამშრომლები.

 

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინა „Sinovac“-ის 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას მიიღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.

 

https://report.ge/world/azerbaijanshi-65-tsels-gadatsilebuli-mokalakeebis-vaktsinatsia-daitsqo/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner