logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, მსოფლიოს გაუჭირდება, აშშ აღიქვას, როგორც დემოკრატიის სიმბოლო
- +

1 თებერვალი. 2021. 11:26

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის შოკირებული იყო, როდესაც დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის სცენებს უყურებდა. ამის შესახებ მან „Axios“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ზელენსკი მიიჩნევს, რომ მომხდარის შემდეგ მსოფლიოს გაუჭირდება, აღიქვას შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიის სიმბოლო.

 

„ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ ასეთი რამე შეიძლება ხდებოდეს აშშ-ში. ვფიქრობ, რომ ეს შეერთებული შტატების დემოკრატიისთვის მიყენებული ძლიერი დარტყმა იყო. შევეჩვიეთ, გვჯეროდეს აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების, სადაც ხელისუფლება გადაეცემა მშვიდობიანად, ომის გარეშე, რევოლუციების გარეშე. უკრაინაში ორი რევოლუცია ვნახეთ, გვესმოდა, რომ ასეთი რამე შეიძლება, მსოფლიოშიც ხდებოდეს. მაგრამ ასეთი რამ რომ აშშ-ში მომხდარიყო? ამას არავინ ელოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის. ძალიან შეშფოთებული ვიყავი, არ მსურდა, თქვენთან გადატრიალება მომხდარიყო, სროლა და მსხვერპლიც. ასეთი რამის შემდეგ, ვფიქრობ, მსოფლიოს გაუჭირდება, აშშ განიხილოს, როგორც დემოკრატიის სიმბოლო“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

http://kvira.ge/628553

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner