logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
- +

1 თებერვალი. 2021. 11:33

 

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 31.8 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.69%-ს შეადგენს.

 

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12.2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

 

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.8 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 53.5%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 31 და 14%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/639885-bloomberg-msoplioshi-koronavirusis-sacinaagmdego-vakcinacia-983-milionze-met-adamians-chautarda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner