logo_geo
eng_logo
ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატებოდა
- +

1 თებერვალი. 2021. 14:20

 

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დღეს მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 70%-ს აღემატებოდა.

 

უწყების ცნობით, სწავლის პროცესი კლასებში თერთმეტივე საჯარო სკოლაში ყველა რეგულაციის დაცვით განახლდა.

 

 

სკოლაში მკაცრად იქნება დაცული ყველა ის რეგულაცია, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის სამსახურების პროტოკოლით. სკოლის ადმინისტრაცია ყოველდღიურად გაუწევს მონიტორინგს ამ წესების დაცვას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს სკოლაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

 

 

რაც შეეხება სამინისტროს შემოთავაზებას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობელს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს დისტანციურ სწავლებასა და დასწრების სწავლებას შორის. მინდა, განმარტება მივცე მშობლებს, რომ ყველა მოსწავლეს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, თუ მშობელს აქვს რაიმე მიზეზი, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მისმა შვილმა ისწავლოს დისტანციურად, ამისთვის მას აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ოთხშაბათამდე დარეგისტრირდეს განათლების სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე, შემდეგ განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და სკოლის ადმინისტრაცია დააორგანიზებს კონკრეტულად ამ ბავშვის სასწავლო პროცესს დისტანციურად. მათ ორშაბათიდან ჩაუტარდებათ ონლაინ-გაკვეთილები გარკვეული ვადით, რომელსაც მიუთითებენ განცხადებაში“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

 

https://1tv.ge/news/fotis-saganmanatleblo-resurscentrshi-ackhadeben-rom-sajaro-skolebshi-moswavleta-daswrebis-machvenebeli-70-procents-aghemateboda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner