-
+
1 თებერვალი. 2021. 14:24
რომის პაპმა ფრანცისკემ ასაკოვანი ბებია-ბაბუებისა და ხანშიშესული ადამიანების საერთაშორისო დღე დააწესა. რომის კათოლიკური ეკლესია ამ დღეს 4 ივლისს აღნიშნავს.
„მოხუცები ხშირად მივიწყებაში აღმოჩნდებიან ხოლმე, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი ჩვენი იმ ფესვებისა და ღირებულებების საგანძურს წარმოადგენენ, რაც მომავალ თაობას გადაეცემა. სიბერე - ეს საჩუქარია“,- განაცხადა პონტიფიკმა ქადაგების დროს.
ხანშიშესულების დღე ღვთისმშობლის მშობლების - წმინდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღესთან ახლოს აღინიშნება. რომის პაპმა ეს იმით ახსნა, რომ ისინი მაცხოვრის ბებია-ბაბუა იყვნენ.
პონტიფიკმა შვილიშვილებისა და წინაპრების შეხვედრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
https://report.ge/world/romis-papma-bebia-babuebisa-da-khanshishesulebis-dghe-daatsesa/