logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: მთავრობა მაქსიმალურად მონდომებულია, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს
- +

7 ივლისი. 2016. 12:17


პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჯონ კერისაქართველოში ვიზიტი შეაფასა. ტყემალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საქართველოს ჰყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.


„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან ჩამოსულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მისი ვიზიტის  მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმაოდ კარგია, რომ ასეთი ურთიერთობები გრძელდება და ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩვენ ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები",- განაცხადა ტყემალაძემ.

 

 

ჯონ კერიმ ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება, მედიის თავისუფლებაზე და სამართლიან არჩევნებზე. ტყემალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ამ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედია საქართველოში სრულიად თავისუფალია, ხოლო რაც შეეხება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ საკითხით მაქსიმალურად არის დაინტერესებული.



„რა თქმა უნდა, ზოგადი თემაა ყველასთვის, რომ მედია და არჩევნებიც უნდა იყოს თავისუფალი. მედიას ზეწოლის საშიშროება არ გააჩნია და არც არაფერი ემუქრება, არც არასდროს დაემუქრება ჩვენი ხელისუფლებაშის პერიოდში.

სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ბოლო არჩევნები, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი, ობიექტურ გარემოში ჩატარდა. ასევე აუცილებელია, 2016 წლის არჩევნებიც ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ რაიმე სახის გაუგებრობებს ადგილი არ ჰქონდეს. „ქართული ოცნების" მთავრობა მაქსიმალურად მონდომებულია, თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს",- აღნიშნა ტყემალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner