რუსეთში საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ლატვიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო მექანიზმის გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა უნდა განიხილოს.
„ახლა სწორი იქნება, რუსეთში ხალხს სიმბოლური და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიისთვის მოძრაობის სულისკვეთებას აძლიერებს“, - აღნიშნა ეგილს ლევიტსმა.
ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ასამდე ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები რუსეთში დემოკრატიის მნიშვნელოვან პოტენციალს ცხადყოფს.
„დემოკრატია ევროკავშირის ბაზისური ღირებულებაა. ამიტომაც პრინციპულად უნდა დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ მოძრაობებს“, - განაცხადა მან.