logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

1 თებერვალი. 2021. 16:13

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა შემოვიდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აღნიშნული ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა.

 

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 085 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 085 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner