logo_geo
eng_logo
გიგი დედალამაზიშვილი: მიწევს იმ სირთულის გადალახვა, რასაც ერთმანეთის გარეშე ყოფნა ჰქვია
- +

7 ივლისი. 2016. 12:29


ჯგუფ „მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მეუღლესა და შვილს თვეში ორჯერ თუ ნახავს, გამომდინარე თავისი პროფესიისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა.


„მეუღლესა და შვილს ფაქტობრივად ვერ ვხედავ და ძალიან მწყინს. თვეში ორჯერ, ორი-სამი დღით ვნახულობ. ზაფხულში და შემოდგომით - ვერა, მაგრამ იმედია, ზამთარში სადმე ერთად დავისვენებთ. ახალი წლის შემდეგ, მინდა, ერთი-ორი თვე სადმე წავიდეთ და ყველაფერს მოვშორდეთ. ახლა ჩემს ცოლსაც გადაღებები აქვს, მე - კონცერტები და საერთოდ ვერ ვახერხებთ ერთად ყოფნას, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ, სხვანაირად არ გამოგვდის. მინდოდა დასვენება და უკვე რვა საგზური მქონდა აღებული, მაგრამ ყველა დავაბრუნე კონცერტების გამო. რთულია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. ადრე გადავწყვიტე, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი და ახლა უარს ვერ ვიტყვი. ეს ყველამ იცის. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი ამასთან შეგუებულია, რადგან ძნელია. როგორღაც მიწევს იმ სირთულის გადალახვა, რასაც ერთმანეთის გარეშე ყოფნა ჰქვია და ძალიან დიდი ხნით და ხშირად", - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner