logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედების საკითხს განიხილავს
- +

1 თებერვალი. 2021. 18:26

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედების საკითხს განიხილავს.

 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია, „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახალი ადმინისტრაციის ინსტრუმენტები მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას, რაც გულისხმობს აშშ-ის მოკავშირეებთან კოორდინაციაში დაწესებულ სანქციებს, ისევე როგორც ახალ დიპლობარამატიურ სტიმულირებას.

 

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების გამო შეწუხებულია.

 

„რუსეთის მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, თუ თვლის, რომ ეს ჩვენ გვეხება. ეს მათ ეხებათ, ეხება მთავრობას, ეხება იმედგაცრუებას, რაც რუს ხალხს აქვს კორუფციასთან, ავტოკრატიასთან და ვფიქრობ, მათ სჭირდებათ შიგნით ყურება და არა გარეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

https://1tv.ge/news/jo-baidenis-administracia-chrdiloet-koreaze-akhali-sanqciebis-dawesebisa-da-rusetis-winaaghmdeg-shesadzlo-moqmedebis-sakitkhs-ganikhilavs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner