logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსის პირველი ტესტის შემქმნელი გარდაიცვალა
- +

1 თებერვალი. 2021. 18:56

 

აშშ-ში, 51 წლის ასაკში, კორონავირუსის პირველი ტესტის შემქმნელი ენდრიუ ბრუკსი გარდაიცვალა. მან COVID-19– ის დასადგენად, აშშ-ში პირველმა, პაციენტის ნერწყვი გამოიყენა.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ ნერწყვის ტესტი 2020 წლის მაისის დასაწყისში დაამტკიცა. ახალმა ტექნოლოგიამ, სტანდარტული მეთოდებისგან განსხვავებით, COVID-19– ის ანალიზის სახლის პირობებში ჩატარება და ტესტირების პროცესის გაფართოება  შესაძლებელი გახადა. ენრიუ ბრუკსის ტესტის საშუალებით 4 მილიონზე მეტი კვლევა ჩატარდა.

 

 

https://report.ge/world/ashsh-shi-koronavirusis-pirveli-testis-shemkmneli-gardaitsvala/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner