აშშ-ში, 51 წლის ასაკში, კორონავირუსის პირველი ტესტის შემქმნელი ენდრიუ ბრუკსი გარდაიცვალა. მან COVID-19– ის დასადგენად, აშშ-ში პირველმა, პაციენტის ნერწყვი გამოიყენა.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ ნერწყვის ტესტი 2020 წლის მაისის დასაწყისში დაამტკიცა. ახალმა ტექნოლოგიამ, სტანდარტული მეთოდებისგან განსხვავებით, COVID-19– ის ანალიზის სახლის პირობებში ჩატარება და ტესტირების პროცესის გაფართოება შესაძლებელი გახადა. ენრიუ ბრუკსის ტესტის საშუალებით 4 მილიონზე მეტი კვლევა ჩატარდა.
https://report.ge/world/ashsh-shi-koronavirusis-pirveli-testis-shemkmneli-gardaitsvala/