logo_geo
eng_logo
ქედის მუნიციპალიტეტში, მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა
- +

1 თებერვალი. 2021. 19:01

 

ქედის მუნიციპალიტეტში, მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გვიან ღამით განვითარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გეოლოგიური სამსახურის მიერ უკვე განხორციელდა სტიქიის კერის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის შემდეგ დაიწყება სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემოვლითი (გუნდაური-სიხალიძეების) საავტომობილო გზით.

 

ამ დროისთვის უკვე აღდგენილია სოფელ გუდაურის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, ქედის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, თვითმმართველობის მოხელეები და სპეციალისტები.

 

https://imedinews.ge/ge/regioni/184415/qedis-munitsipalitetshi-merisigundaurichalatis-saavtomobilo-gzis-monakvetze-metskruli-protsesebi-ganvitarda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner