„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკას და მის სწორად წარმართვას ეხება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მესმის, რომ სამოქალაქო სექტორისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება ჰუმანური იყოს ნარკოპოლიტიკა. მათი მოთხოვნა მიმართულია ამ დოზების რაც შეიძლება გაზრდისკენ, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გაცილებით დიდი დოზის მოხმარება გამოიწვევს და არა ის, რომელიც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული. თუმცა ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შემუშავდა ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ფუნქციონირებს“, - თქვა სარჯველაძემ.