ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუკი მოსახლეობა აუცილებელ რეკომენდაციებს დაიცავს, შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანას ძლიერ დარტყმას არ მიაყენებს.
საკითხზე მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
„ხელის ხშირი ჰიგიენა, პირბადის ტარება, სოციალური აქტივობების გაკონტროლება იქნება იმის გარანტია, რომ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით არანაირი გახსნითი ღონისძიებები ძლიერ დარტყმას არ მოგვაყენებს.
შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება რასაკვირველია გარკვეულად ქმნის რისკს, რომ შესაძლოა, ეპიდემიის ტრაექტორია რაღაც ეტაპის, სამი ოთხი კვირის შემდეგ ცოტა ზემოთ წავიდეს. მაგრამ ჩვენ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებულია, ანუ ეპიდემიის კონტროლი მთელ მსოფლიოში ასეთი მონაცემით ხდება. ამას ჰქვია რეპროდუქციული ინდექსი. ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი თუ ჩამოცდება ნიშნულს ერთს, ეს ნიშნავს, რომ პანდემია სრულდება. ანუ ვირუსი არ ვრცელდება. თუ ის არის ერთზე მეტი, ნიშნავს, რომ ვირუსი ვრცელდება საზოგადოებაში.
საშუალოდ,ამ რეპროდუქბუნევრივი ინდექსი საშუალოდ ამ რეპროდუქციული ინდექსის თუ ხელს არ შეუშლის გავრცელებაში, აქვს 3.5. ის არის ძალიან აგრესიული, შედარებისთვის გრიპის ვირუსს აქვს 1.3 დან 1.5-მდე. ამიტომ ამ ვირუსის შეკავება ძალიან რთულია ბუნებრივია ჩვენ გვესმის და ყველაზე უფრო ძლიერი ფაქტორი რომ ეს რეპროდუქციული ინდექსი ჩამოვიდეს 1-ის ქვემოთ, აქ არის მნიშვნელოვანი პირბადესთან და ადამიანების მიერ სოციალური ურთიერთობების დისტანცირებასთან დაკავშირებული. ამიტომ ნებისმიერი მოქმედება,რომელიც ზრდის შანსს იმისას რომ ადამიანების სოციალური მობილობა და აქტივობა გაიზარდოს. არ აქვს ამას მნიშვნელობა. განსაკუთრებით რასაკვირველია შენობის შიგნით. იზრდება შესაძლებლობა რომ ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი გაიზარდოს. საბედნიეროდ, საქართველოში ახლა ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი დაახლოებით 08-დან 09-მდე მერყეობს, ანუ ჩვენს ქვეყანაში პანდემიის გავრცელება შეწყვეტილია. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ეს. ნებისმიერი შეზღუდვა,თუ ჩვენ მოვადუნებთ ყურადღებას,პირბადეს არ გამოვიყენებთ, (72%ია ახლა საზოგადოდ მტარებლობა და არ არის საკმარისი, გვინდა იყოს 95) თუ ადამიანების სოციალურ ქცევას გააკონტროლებენ. ძალიან ვთხოვ ყველას. ხელის ხშირი ჰიგიენა,პირბადის ტარება, ამ სოციალური აქტივობების გაკონტროლება,იქნება იმის გარანტია რომ ჩვენ არანაირი გახსნითი ღონისძიებები ძლიერ დარტყმას არ მოგვაყენებს ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. სხვა ყველა შემთხვევაში, აუცილებლად გაიზრდება მობილობა ადამიანების, რეპროდუქციული ინდექსი ისევ ავარდება ერთ ნახევარ,ორზე და ვირუსის გავრცელება ისევ სამწუხაროდ მიაღწევს იმ მაჩვენებელს რომელიც ჩვენ გვქონდა შემოდგომაზე“,- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.