logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: არცერთი ვირუსი არ იწვევს ისეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლენებსა და გართულებებს, როგორც კორონავირუსი
- +

1 თებერვალი. 2021. 21:00

 

„არცერთი ჩვენთვის ადრე ცნობილი რესპირაციული ან სხვა ვირუსი არ იწვევდა ასეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლენებს და გართულებებს, როგორც ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მაესტროს“ ეთერში.

 

„კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტების არც თუ ისე მცირე ნაწილში აღინიშნება ისეთი გამოვლინება, როგორც არის ადვილად დაღლა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, ეს ე.წ. პოსტ-კოვიდური სინდრომია, რომელსაც ხანგრძლივ, ქრონიკულ კოვიდსაც უწოდებენ. ეს სერიოზული პრობლემაა სამედიცინო სამსახურისთვის, რადგან როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის მწვავე პერიოდით არ შემოიფარგლება ამ პაციენტების ნახვა და გარკვეული რესურსი უნდა იყოს შემონახული იმისათვის, რომ ეს პაციენტები კლინიკიდან გაწერის შემდგომ პერიოდშიც ეფექტურად იმართონ.

 

საბედნიეროდ ბავშვებში ასეთი ნარჩენი მოვლენების და გახანგრძლივებული სიმპტომების ალბათობა გაცილებით ნაკლებია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner