logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვს
- +

1 თებერვალი. 2021. 21:09

 

,,არის კანონი, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტებმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ვინაიდან ისინი 3 თვე ისედაც დაცულები არიან. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ კი, მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორე მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner