logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: რაც იქნება საჭირო გვერდითი მოვლენების მართვისთვის, გაღებული იქნება სახელმწიფოს მიერ
- +

2 თებერვალი. 2021. 00:15

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი მოქალაქეებს ვაქცინაციის გამო გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდებათ, პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

 

"სახელმწიფომ ამაზე ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მწარმოებელმა. იქ პასუხისმგებლობები გაყოფილია, თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა მწარმოებლის მიზეზით, მაშინ პასუხისმგებლობას თავად ის იღებს. სხვა შემთხვევაში კი, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტროა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, სახელმწიფო პასუხისმგებელია მზადყოფნაში იყოს მედპერსონალი და ხარჯები, რაც იქნება საჭირო გვერდითი მოვლენების მართვისთვის, გაღებული იქნება სახელმწიფოს მიერ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner