აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაცია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან განხორციელდა. ბაქოში აცხადებენ, რომ ყაზახის რაიონში ოკუპირებული სოფლის, აშაგი ასკიპარასთან დისლოცირებულმა სომხეთის არმიის დანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო პუნქტის მიმართულებით ტყვიამფრქვევებით გახსნა ცეცხლი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას უარყოფენ და ბაქოს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.