logo_geo
eng_logo
დავით ბაქარაძე: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
- +

7 ივლისი. 2016. 13:08


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.



მისი თქმით, 4 ივლისს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ანგარიშს.



ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE- მომავალ სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი, თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო საკითხთა კომიტეტის პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა და ძალიან პოზიტიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროცედურულად ეს საკითხი თანამიმდევრულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულია. ამ საკითხს სჭირდება შესაბამისი პროცედურული გაფორმება, რაც შესაბამის სტრუქტურებში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღებას მხარი დაუჭირა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner