სოფელ ერთაწმინდაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია. აშენდა 300 მ3 რკ/ბეტონის რეზერვუარი, მოეწყო და შემოიღობა საქლორატოროს შენობა, ასევე განთავსდა ტექნოლოგიური დანადგარები. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდრო-ემ“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 439 ლარით დაფინანსდა.
„განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს სამოცამდე ოჯახის წყალმომარაგებას. სასმელი წყლის სამუშაოები ამჟამად სოფელ დოესში, თეძმისხევში, მიქელწყაროსა და აღაიანშიც მიმდინარეობს“, - აღნიშნა კაპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.