logo_geo
eng_logo
სოფელ ერთაწმინდაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია
- +

2 თებერვალი. 2021. 13:12

 

 

სოფელ ერთაწმინდაში წყალმომარაგების  ქსელის  მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.  აშენდა  300 მ3 რკ/ბეტონის რეზერვუარი, მოეწყო და შემოიღობა საქლორატოროს შენობა,  ასევე განთავსდა ტექნოლოგიური დანადგარები. პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდრო-ემ“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 439 ლარით დაფინანსდა.

 

„განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს სამოცამდე ოჯახის  წყალმომარაგებას. სასმელი წყლის სამუშაოები ამჟამად სოფელ დოესში, თეძმისხევში, მიქელწყაროსა და აღაიანშიც მიმდინარეობს“,  - აღნიშნა კაპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner