logo_geo
eng_logo
მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, ალექსეი ნავალნის პროცესის პარალელურად, პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა
- +

2 თებერვალი. 2021. 13:36

 

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი იმართება, სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუსული მედიის თქმით, დაკავებები ჟურნალისტების თვალწინ მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 23-ს შეადგენს. მათ პოლიციის სპეციალურ მანქანებში ათავსებენ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიცვალა მოსამართლე, რომელიც ნავალნის საქმეს განიხილავს.

 

სასამართლოს ტერიტორიაზე გადაკეტილია მიმდინარე ქუჩები და გამკაცრებულია უსაფრთხოება. დღეს სასამართლო ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლაზე მსჯელობს. ამ მოთხოვნით რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner