logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად, გაყინვის ეტაპზე იმყოფება
- +

2 თებერვალი. 2021. 17:17

 

 

„კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია „სისულელეს არ ჩაიდენს“ და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების პერსპექტივებს ალექსეი ნავალნის საქმესთან არ დააკავშირებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

„ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სისულელეები, როგორიც არის რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივების დაკავშირება ამ წინასწარი დაკავების იზოლატორის მკვიდრთან, არ მოხდება“, – განაცხადა პესკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

 

პესკოვმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მოსკოვში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე სასაუბროდ ელოდებიან.

 

„ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის – ეს ის ურთიერთობაა, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად ახლა გაყინვის ეტაპზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ურთიერთობა ნორმალიზებული იქნეს. ჩვენ მზად ვართ, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, – განაცხადა პესკოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner