logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: პრაქტიკულად გაანადგურეს ადამიანი...
- +

7 ივლისი. 2016. 13:32


პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის წამება-გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ტყემალაძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა მოლაშვილის წამებაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.



„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გააჩნია ხელისუფლებას ყველა მწვავე საკითხთან მიმართებაში და მათ შორის ამ მიმართულებით. ბატონი სულხანი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს წინა ხელისუფლების პერიოდში, პრაქტიკულად გაანადგურეს ადამიანი, ოჯახი. აუცილებელია, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს, რომ დამნაშავეები აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილი იქნება. ეს ისეთი ფაქტია, იმდენად კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, რომ რაც შეიძლება დროზე არის ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი",- განაცხადა ტყემალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner