-
+
2 თებერვალი. 2021. 20:46
პოლონეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ხანდაზმულ მოქალაქეებს არ გაუკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მთავარი ასისტენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისი ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მსგავსი შინაარსის რეკომენდაცია გერმანიის ხელისუფლებამ გასულ კვირას გასცა. მათი რეკომენდაციის მიხედვით, 65 ან მეტი წლის ადამიანებში ვაქცინა არ უნდა იქნას გამოყენებული. ამის მიზეზი იმ მონაცემების სიმცირეა, რომელიც ვაქცინის ეფექტურობას ხანდაზმულებში დაადასტურებს.
ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 27 ქვეყანაში ვაქცინის გამოყენება ყველა ასაკის ადამიანისთვის დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ პოლონეთმა შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება დაარღვიოს.
წყარო :