logo_geo
eng_logo
სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა
- +

2 თებერვალი. 2021. 21:51

 

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატალია რეპნიკოვამ მიიღო.

 

„პირობითი სასჯელის სისტემატიური დარღვევის გამო, ვთხოვ სასამართლოს, გააუქმოს პირობითი სასჯელი და რეალური სასჯელი აღასრულოს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით“, - განაცხადა სასამართლოში რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა.

 

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner