logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან
- +

2 თებერვალი. 2021. 23:25

 

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე იკრიბებიან.

 

მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და პოლიციის დამატებითი ძალები.

 

რუსეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებისკენ  „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ მხარდამჭერებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner