logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
- +

2 თებერვალი. 2021. 23:26

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

 

„აშშ ღრმად შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის მიმართ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, ასევე ყველა იმ პირის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს მათი უფლებების განხორციელების გამო“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

ცნობისთვის, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner