logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით
- +

2 თებერვალი. 2021. 23:27

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ ნებისმიერ ვაქცინას, მათ შორის რუსულ და ჩინურ ვაქცინებს მიესალმება.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერს მივესალმებით, ვინც ევროპის წამლების სააგენტოს რეგისტრაციის თხოვნით მიმართავს. რუსეთის პრეზიდენტს ვესაუბრე ამაზე. დღეს რუსული ვაქცინის კარგი მონაცემები ვიხილეთ. ევროკავშირში ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით, თუმცა მხოლოდ ის ვაქცინები დაიშვება, რომლებიც ევროპის წამლების სააგენტოს საჭირო მონაცემებს მიაწვდიან“, - აღნიშნა მერკელმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner