logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: იმის გამოჩენა, რომ პარლამენტი არაა მთლიანად შევსებული, გარკვეულწილად დააზიანებდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს
- +

2 თებერვალი. 2021. 23:53

 

 

„პარლამენტს სახელმწიფოს წინაშე აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ასევე პრაგმატული აუცილებლობა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციის მისამართით ხვეწნა-მუდარას აქვს ადგილი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„იყო განსხვავებული აზრები, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს ადამიანები და კონცენტრირება მოვახდინოთ კანონმდებლობის დახვეწასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაზე, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ოპონენტი უკვე მოიძებნება პარლამენტში, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი რამ: პირველი - პარლამენტი უნდა იყოს ლეგიტიმური. ის ახლაც არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები - 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადი, ნატოს წევრობა და სხვა. შესაბამისად, თუნდაც ის აღქმა და იმის გამოჩენა, რომ პარლამენტი არაა მთლიანად შევსებული, გარკვეულწილად დააზიანებდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. ამომრჩევლისთვისაც უკეთესი იქნება, რომ მან ცივილიზებულ გარემოში მოისმინოს ოპოზიციის არგუმენტები, თუ ასეთი არსებობს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner