„გუნდში იყო მსჯელობა, ჩვენს მომხრეებშიც არაა ამის შესახებ ერთგვაროვანი შეხედულება“, - განაცხადა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნების საკითხზე საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„გუნდში გამოიკვეთა მთავარი საკითხი - ჩვენ იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა არის ოპონენტებისთვის საკადრისი პასუხი, არამედ - იმის მიხედვით, თუ რა არის დღეს საქართველოსთვის ყველაზე კარგი. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ასახავს ამ დამოკიდებულებას. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ამაში მხარდაჭერაც გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.