logo_geo
eng_logo
რუსუდან თევზაძე: შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, ეს მათი ნებაა, თუმცა მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეს კიდევ ერთ ნეგატიურ ნაბიჯად ჩაიწერება
- +

3 თებერვალი. 2021. 00:31

 

 

„შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, ეს არის მათი ნება, თუმცა თითოეული მათგანის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეს კიდევ ერთ ნეგატიურ პოლიტიკურ ნაბიჯად ჩაიწერება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

 

„მათ რეალურად უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და არც ხალხის ქუჩაში გამოსვლისკენ ასეთი გამალებით მოწოდება არაა ხალხის ნება. ისინი შეგნებულად იყენებენ ტერმინ „რევოლუციას“, პერსპექტივაში საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს აკეთილშობილებენ. ეს არის ძალადობრივი ქმედებები და რეალურად, ეს გადატრიალების ტოლფასია. რევოლუცია თავისი არსით, კონცეპტუალურად ხალხის, მოსახლეობის ნებას შეიცავს. თუმცა ეს მუხტი არ არსებობს მოსახლეობაში. რეალობა არის ასეთი, რომ მოგვწონს ეს თუ არა, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, და ეს არჩევნებითაც დადასტურდა. ამ ნაწილშიც უღალატა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს და საუკეთესო პლატფორმაზე - პარლამენტზე თქვა უარი. მე ვფიქრობ, რომ მათში სრულიად ამოწურულია ჯეროვანი პოლიტიკური საქმიანობის რესურსი და ამიტომ ქუჩაში სურთ დარჩენა“, - განაცხადა თევზაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner